1733256870
„ეს ამბავი სენია, მგონი, ჩვენს ქვეყანაში… ყველა გაშორებულია. მოდაში შემოვიდა, თუ რა არის?“ - გია დავითიანი
„დღის პოსტის“ ეთერს გია და ნინო დავითიანები ესტუმრნენ და მამა-შვილობაზე ისაუბრეს.
ნინუცა:
გია გადასარევი მამაა, ძალიან ჩართული იყო, სხვათა შორის, დედაჩემზე მეტად, მამაჩემი იყო ჩართული ჩემს სწავლაში. დღესაც მწერს, მალე მიდი სახლშიო (იღიმის). ძირითადად, ეს პრობლემა ჰქონდა. ძალიან მიყვარდა კარაოკეში სიარული, ბოლოს დავიწყე მუშაობა, რომ გიას აღარ ეთქვა, როდის მიხვალ სახლშიო.
პირადულს თუ უზიარებ მამას?
გია:
პირადული ცოტა ადრე რომ გაეზიარებინა, კარგი იქნებოდა…
ნინუცა:
თუ დარწმუნებული ვარ, რომ გასაზიარებელია, აუცილებლად ვუზიარებ…
გია:
თავის დროზე უნდა გადადგმულიყო ისე ეს ნაბიჯი, რომ ნინუცა დღეს ყოფილიყო წარმოდგენილი მეუღლესთან ერთად. ეს ამბავი სენია, მგონი, ჩვენს ქვეყანაში. არ არსებობს, ჩემი მეგობრის შვილი, გაშორებული რომ არ იყოს მეუღლეს… ყველა გაშორებულია. მოდაში შემოვიდა, თუ რა არის?