ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
იტალიელი დიზაინერი დარიო ვიტალე Emporio Armani-სა და Giorgio Armani Accessories-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. ინფორმაცია ბრენდმა საკუთარ სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
„Armani-ს აქვს ძლიერი მემკვიდრეობა და ცნობადი სტილი - ტრადიციები, რომლებიც ათწლეულებს ითვლის და რომლებმაც მოდის ისტორია ჩამოაყალიბა. მე ამ ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობითა და აღფრთოვანებით ვუდგები, რადგან ჩვენ ერთად ვეყრდნობით ამ მდიდარ საძირკველს და ახალ ეპოქას ვხსნით“, - განაცხადა ვიტალემ.
ის გახდა პირველი მოწვეული დიზაინერი, რომელსაც Armani Group-ის ერთ-ერთი ბრენდის ხელმძღვანელობა ანდეს. თავისი ისტორიის უდიდესი ნაწილის განმავლობაში ხაზი Emporio Armani უშუალოდ მოდის სახლის დამფუძნებლის, ჯორჯო არმანის ხელმძღვანელობით მუშაობდა. ახალ თანამდებობაზე ვიტალე შექმნის კოლექციებს მოდის სახლის ყოველდღიური ტანსაცმლის ხაზისთვის და აქსესუარებს.
ჯორჯო არმანიმ Emporio Armani 1981 წელს დააარსა, როგორც უფრო ხელმისაწვდომი და ახალგაზრდულ აუდიტორიაზე ორიენტირებული ტანსაცმლის ხაზი.