დაქორწინდა თუ არა კიანუ რივსი - მსახიობის წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს

კიანუ და ალექსანდრა

რამდენიმე დღის წინ მსოფლიო მედიაში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია კიანუ რივსის ფარული ქორწილის შესახებ. ანონიმური წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ მსახიობმა და მისმა რჩეულმა, ალექსანდრა გრანტმა ფარულად იქორწინეს. ხოლო ცერემონია ევროპაში მოგზაურობის დროს შედგა და მას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. 

თუმცა, ცოტა ხნის წინ კიანუს წარმომადგენელმა განცხადება გაავრცელა და ინფორმაცია უარყო:

„ეს სიმართლე არ არის. ისინი დაქორწინებულები არ არიან",-  განუცხადა E-news-სს მან.