„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს, რომლის მიხედვითაც, კუპრაძე გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალური ორგანოს გაფიცვას და რუსთაველზე ყოველ საღამოს სანქცირებულ საპროტესტო აქციებს აანონსებს.
თაზო დათუნაშვილის თქმით, სამოქალაქო უფლებების აღსრულება, ქვეყნის განვითარებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
"გაფიცვა არის საჯარო მოხელეების უფლება და არავის სხვას ამაში ჩარევის საშუალება არ აქვს. სამოქალაქო უფლებების აღსრულება არასდროს არ მოდის წინააღმდეგობაში აღმშენებლობასთან და დემოკრატიულ სწორ პროცესთან. არცერთ ჩემს კოლეგას არ უთქვამს სამოქალაქო პროტესტის ან სამოქალაქო უფლების განხორციელების ინსტრუმენტალიზაციაზე," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.