„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
ჩვენი თვითმიზანი არ არის ადამიანების დაკავება, ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ კორუფციული ფაქტების გარანტირებული პრევენცია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
კერძოდ, ბრიფინგი შეეხებოდა სუს-ის მიერ თაღლითობის საქმეზე შპს B.P. TRANS -ის დირექტორის, ამავე კომპანიის თანამშრომელისა და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომლის დაკავებას. სუს-ის ცნობით, ამჟამად მიმალვაში მყოფ, შპს B.P. TRANS-ის ყოფილ დირექტორს კი დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება.
„აქვე შეგვიძლია, მივმართოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული კორუფციულ გარიგებებში – გამოძიებასთან თანამშრომლობა კანონის ფარგლებში მოქცეული სერიოზული შეღავათი იქნება თითოეული მათგანისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან და საზოგადოების ინფორმირებას ამ მიმართულებით“, – განაცხადეს სუს-ში.