„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს, სისაკ გაბრიელიანს შეხვდა.
მარიამ ლაშხმა და სისაკ გაბრიელიანმა ხაზი გაუსვეს მხარეებს შორის 2024 წელს გაფორმებული ერთობლივი კომუნიკეს მნიშვნელობას, რომელიც განათლების მიმართულებით როგორც ცოდნის გაზიარების, ასევე ერთობლივ საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ხელშემწყობ პროგრამებს მოიცავს.
შეხვედრისას შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და რეგიონში სამომავლო განვითარებისთვის მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სისაკ გაბრიელიანმა სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, სკოლის სასწავლო კურიკულუმში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის ინიციატივაზე. როგორც მან აღნიშნა, სომხეთის საზღვრისპირა სკოლებში უკვე დაწყებულია ქართული ენის სწავლება.
მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების ერთობლივი სხდომის ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს და ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ დადებით დინამიკაზე ისაუბრეს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.