1766319652
ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა
ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 50 წლის მსახიობი და 30 წლის ჰადიდი ქორწილს 2026 წელს გეგმავენ.
იმაზე, რომ კუპერი საყვარელ ქალს ხელს სთხოვდა, საუბარი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაიწყო. მაშინ ინსაიდერები ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ, რომ ბრედლი „ფიქრობდა ჯიჯისთან ქორწინებასა და შვილებზე“. ცოტა ხნით ადრე მოდელმა დაბადების დღე კუპერის გარემოცვაში აღნიშნა და მათი ურთიერთობის ორი წლის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა ერთობლივი ფოტო სოციალურ ქსელში - სადაც მას ულამაზესი ბეჭედი შეამჩნიეს უსახელო თითზე. ამის შემდეგ ჰადიდი კუპერისა და მისი ქალიშვილის, ლეასთან ერთადაც ნახეს.
ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი 2023 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს.











