92 წლის რუპერტ მერდოკი მეხუთედ ქორწინდება

რუპერტ მერდოკი

92 წლის მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი მეხუთედ აპირებს დაქორწინებას. ამის შესახებ მან New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის ინფორმაციით, ამჯერად მილიარდერის რჩეული 66 წლის ენ ლესლი სმიტია რომელიც პოლიციაში კაპელანად მუშაობდა. 14 წლის წინ ლესლი დაქვრივდა - მისი მეუღლე მუსიკოსი და ბიზნესმენი ჩესტერ სმიტი იყო.

მერდოკმა მომავალი მეუღლე 2022 წლის სექტემბერში გაიცნო და დაქორწინება ცოტა ხნის წინ შესთავაზა. წყვილი დაქორწინებას ზაფხული ბოლოს გეგმავს.

„ძალიან ვნერვიულობდი. მეშინოდა შეყვარების შესაძლებლობის, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი სიყვარული იქნებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა მერდოკმა.