ზუგდიდში ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა - ვითარება ადგილზე

ზუგდიდი

ზუგდიდში, ცენტრალურ ზვიად გამსახურდიას გამზირზე ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.

საგამოძიებო მოქმედებები ქალაქის ცენტრში ამ დრომდე მიმდინარეობს.

პერიმეტრი კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.