VIDEO: ,,ორნი იყვნენ... წამოდით, გაკატავებთ, 100 ლარებს მოგცემთო..." - ბავშვების გატაცების მცდელობა სოფელ სკრაში

ბავშვზე ადევნება

ბავშვების მოტყუებით გატაცების მცდელობაზე ახლა უკვე გორის რაიონშიც ალაპარაკდნენ.

სოფელ სკრაში სკოლასთან ბავშვებს მშობლები ხვდებიან და ისე მიჰყავთ სახლში. ისინი ამბობენ, რომ მე-3 კლასელ ბავშვებს დახვდა უცხო პირი თეთრი ჯიპით და მათი წაყვანა მოტყუებით სცადა, თუმცა ბავშვები გაიქცნენ.

შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა. ლანა ფერაძის განცხადებით მისთვის კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა ისინი განსაკუთრებულად ფრთხილად არიან ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.