VIDEO: ბენზინგასამართ სადგურზე მეწყერი ჩამოწვა და ორი მაღაზია ჩაიტანა (უცხოეთი)

ბენზინგასამართ სადგურზე მეწყერი ჩამოწვა

ეგვიპტეში, კაიროს ალ-ტაგამოას რაიონში, ბენზინგასამართ სადგურზე მასშტაბური მეწყერი ჩამოწვა და ორი მაღაზია ჩაიტანა. ინციდენტის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

ფაქტის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

სავარაუდოდ, გრუნტის ჩამოშლა და ნგრევა ახლომდებარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად მოხდა.