ვაშლიჯვარში, კლდის ნატეხი ჩამოიშალა, დაშავდა ერთი ადამიანი

ლენტა

ვაშლიჯვარში, ა. ემუხვარის ქუჩის N22-ის მიმდებარედ, ფერდიდან კლდის ნატეხი ჩამოიშალა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ერთი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფი.

მათი ინფორმაციით, ირგვლივ არ ფიქსირდება არანაირი მიმდინარე მშენებლობა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული შემთხვევა მშენებლობითაა გამოწვეული, ტყუილია“,- აცხადებენ მერიაში.

✕