უბედური შემთხვევა რუსთავში - ბიჭი მეშვიდე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა

ყვითელი ლენტი

რუსთავში უბედურ შემთხვევას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ტრაგიკული შემთხვევა, 10 ოქტომბერს, გვიან რამით მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭი ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა.

„საუკეთესო ადამიანი იყო დათო,  ჩემი თანასოფლელი. რუსთავში იყო. შემთხვევით გადავარდა ფანჯრიდან“,- წერს ერთ-ერთი მეგობარი.