უბედური შემთხვევა ბაკურიანში - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

თოვლი ლენტი

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევა მოხდა.

დაღუპულია ახალგაზრდა კაცი. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად borjomi.tv-მ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, კაცი ადგილობრივი არ არის.

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, უბედური შემთხვევა სრიალისას მოხდა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.

სხვა ამბები:

„11 დღე იყო უგონოდ, მაგრამ ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა... “ - ბანერზე ნაპოვნი საბედისწერო სიყვარული, რომელსაც სიკვდილმა ვერაფერი დააკლო

„არ ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და არც ცხვირი“ - ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებს

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

VIDEO: „მოვინათლეთ, ოღონდ საოცრება უნდა ვთქვა...“ - ლენუკა ყიფშიძე