ევროპა მიყვარს, დედაჩემი შოტლანდიიდან იყო, მამაჩემი – გერმანიიდან, ბუნებრივი მიდრეკილება მაქვს ამ რეგიონის მიმართ და გული მტკივა იმის ყურებით, რაც იქ ხდება - დონალდ ტრამპი

ტრამპი

ჯანდაბა, რატომ ვეხმარებით ნატო-ს? ამის შესახებ მოგვიანებით გაიგებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირლანდიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ტრამპის თქმით, ნატო-ს არ სურდა აშშ-ს დახმარება სპარსეთის ყურეში, მიუხედავად იმისა, რომ სრუტიდან ნავთობს ვაშინგტონი არ იღებს, მაშინ როდესაც ნატო-ს წევრები თავიანთი ნავთობის დიდ ნაწილს — 40, 50 თუ 60 პროცენტს — სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მას ევროპა უყვარს, თუმცა არ მოსწონს რაც კონტინენტზე ხდება.

„იცით, მე მიყვარს ევროპა; დედაჩემი შოტლანდიიდან იყო, მამაჩემი კი — გერმანიიდან, ანუ ევროპიდან. ბუნებრივი მიდრეკილება მაქვს ამ რეგიონის მიმართ და გული მტკივა იმის ყურებით, რაც იქ ხდება. არ მომწონს ის, რაც ხდება ვაჭრობის, ენერგეტიკისა და იმიგრაციის სფეროებში. ოჰ, ეს იმიგრაცია… რას უშვრებით საკუთარ თავს? თქვენ ხომ ფაქტობრივად ანადგურებთ საკუთარ თავს”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.