თურქული მედია: თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების სათადარიგო ნაწილები იყო, თუმცა ტვირთში არ იყო საბრძოლო მასალა ან ასაფეთქებელი ნივთიერებები

F-16-ის ტიპი

თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების სათადარიგო ნაწილები იყო, თუმცა ტვირთში არ იყო საბრძოლო მასალა ან ასაფეთქებელი ნივთიერებები, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში საერთო ჯამში ექვსი ტონა ტვირთი იყო. არსებული ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცები კაისერის მე-12 საჰაერო ტრანსპორტის ბაზის და მერზიფონის მე-5 მთავარი რეაქტიული ბაზის პერსონალი იყვნენ, სადაც F-16 გამანადგურებლებისგან შემდგარი ტუნჩის ესკადრილიაა განთავსებული.

სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტი იაშარ კადიოღლუს ხელმძღვანელობით, ავარიის გამოძიების ჯგუფმა გამოძიება დაიწყო.

დადგინდა, რომ ავარიის დროს თვითმფრინავს პირველი კუდი მოწყდა.