ტრაგედია მარნეულში - ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია

მარნეულში დაღუპული ბიჭები

მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ბაიდარში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

24news.ge-ის ინფორმაციით, დაღუპულები არიან 23 წლის ბიჭები, უფიგ ბადალოვი და უმიდ ადგოზალოვი. ისინი სოფელ სადახლოდან იყვნენ.