1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ბათუმში, სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.
„უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.
ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.