1785357624
თელავში, ერეკლე II-ის ძეგლის მიმდებარედ „ბატონის წყალზე“, არასრულწლოვანს დენმა დაარტყა
თელავში, ერეკლე II ძეგლის მიმდებარედ „ბატონის წყალზე“, არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე წყლის საქაჩი ტუმბო იყო განთავსებული და არის ვარაუდი, რომ მოწყობილობა, შესაძლოა, უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ფუნქციონირებს.
ადგილობრივები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, ადგილზე შემოწმდეს მოწყობილობა, რომ მსგავსი შემთხვევები ფატალურად არ დასრულდეს.
ბატონის წყალი თელავის ერთ-ერთი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა.
1961 წელს ისტორიულ წყაროს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.












