საქართველოში ამინდი იცვლება – სად იქნება ჭექა-ქუხილი და სად გაძლიერდება სიცხე
1785321335
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შეიძინა, ინახავდა და 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები მოქალაქეზე გაასაღა. ასევე ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად ჯგუფურად შეიძინა, შეინახა და მოქალაქეზე გაასაღა დიდი ოდენობით, 19 850 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება), ერთ პირს ასევე ბრალდება 212-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ფულის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.