თელავში, ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა ცნობილია

ლენტა

თელავში ავარიის შედეგად დაღუპული მამაკაცი 38 წლის ზურაბ კვიჟინაძეა. კვიჟინაძე წარმოშობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატელიდანაა.

გარდაცვლილი BMW-ს მარკის სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რა დროსაც ავტომობილს სავარაუდოდ, საბურავი გაუსკდა. შედეგად, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ზურაბ კვიჟინაძე ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.