ღამით სუნთქვას წყვეტთ და ამის შესახებ არც კი იცით - არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს

არუნ ხათრი

ინდური, ხალხური მედიცინის მკურნალი არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ძილის აპნოეს შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ამ დროს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს კიდეც.

„ღამით სუნთქვას წყვეტთ და ამის შესახებ არც კი იცით... ამ მდგომარეობას ძილის აპნოე ჰქვია. ამ დროს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს კიდეც. ამის მიზეზი ზოგჯერ სინუსიტი და პოლიპებია. ასეთ შემთხვევაში კარგია გამორეცხვების გაკეთება. ალკოჰოლის მიღების შემდეგ დუნდება სასუნთქი გზები. ამ დროს გული წვალობს. ამიტომ კარგია ასეთ დროს ალკოჰოლის რაოდენობის შემცირება. დაიწყეთ სწორი კვება, სადაც ცომეულები და სხვა არასასიამოვნო საკვები არ არის. ეს შეამცირებს ძილის აპნოეს“.