1764274437
ტაილანდში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა, ინდონეზიაში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი 61-მდე გაიზარდა
ტაილანდში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა, ინდონეზიაში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი 61-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ტაილანდის სამხრეთით მომხდარი წყალდიდობების შედეგად ცხრა პროვინციაში თითქმის სამი მილიონი ადამიანი დაზარალდა. ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, სადაც 60 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ტროპიკულმა ციკლონმა წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 100 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
კუნძულზე ელექტროენერგიის გათიშვა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა სამაშველო სამუშაოებს აფერხებს. როგორც „როიტერი“ წერს, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.











