კანონში ცვლილებები შედის! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765827765
ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში, სიდნეიში, პლაჟ ბონდიზე სროლას 15 ადამიანი, მათ შორის 10 წლის გოგო ემსხვერპლა. საავადმყოფოებში ამ დრომდე 40-ზე მეტი ადამიანი რჩება.
ადგილობრივმა პოლიციამ ტერორისტების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ირკვევა, რომ ცეცხლი პლაჟზე შეკრებილებს 50 წლის კაცმა და მისმა 24 წლის ვაჟმა გაუხსნეს. მამა პოლიციელებმა მოკლეს, შვილი კი კლინიკაშია. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მათ სანადირო იარაღზე ჰქონდათ ლიცენზია. მომხდარის გამო ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში იარაღთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
თავდასხმა სიდნეიში 14 დეკემბერს მოხდა. პლაჟზე ხანუქისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტარდებოდა, რომელსაც 1000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.