თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1747343139
მეწყრის შედეგად შოვში 3 მილიონ კუბამდე მიწის მასა ჩამოწვა და ადგილზე 2 ერთეული ტექნიკა მუშაობს, რადგან, მისი თქმით, მეტი ტექნიკის მობილიზება, ამ დროისთვის შეუძლებელია", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"დაახლოებით სამ მილიონ კუბამდე მასაა ჩამოსული. იქ ტექნიკა მუშაობს ორი ერთეული სამწუხაროდ, იმიტომ, რომ მეტი შეუძლებელია. ცდილობენ გზის გაწმენდას, რომ მივიდეთ ე.წ. კოტეჯებამდე, რადგან იქ მეტი შანსია, რომ დაკარგული მოქალაქეები იყვნენ. მაშველები ცდილობენ შეძლებისდაგვარად მოახდინონ იმ ლოკაციების შესწავლა, სადაც შემოდის შეტყობინებები, რომ შეიძლება იყვნენ დაკარგული მოქალაქეები. ასე რომ სამუშაოები არ ჩერდება", - განაცხადა მან.
მერაბ გამყრელიძე აცხადებს, რომ მეწყერმა კურორტი შოვის დიდი ნაწილი მოიცვა და ახლა მიმდინარეობს სტიქიის მიზეზების შესწავლა. მათ შორის მიმართავენ პრევენციულ ზომებს, რათა აირიდონ სტიქიის გამეორების საფრთხეები.
"სტიქიის შედეგები საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის დიდი ნაწილი, სანსეტ შოვის მიმდებარე ტერიტორია სრულად მოცულია. მიდის შესწავლა საიდან იწყება ეს სტიქია და გარკვეული პრევენციების ჩატარება რომ გამეორებას არ ჰქონდეს ადგილი. [რისკების] გამორიცხვა არ შეიძლება, ამიტომ გეოლოგების ჯგუფი მუშაობს, ხვალ დილიდან კიდევ გააგრძელებენ შესაბამის შესწავლას და გამორიცხვით, ამ ეტაპზე, ვერაფერს გამოვრიცხავთ, სულ რაღაც 6-7 საათია გასული სტიქიიდან და ყველა მხრივ მიმდინარეობს ყველა საკითხის შესწავლა", – თქვა გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 152 ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მათ ნაწილთან იმყოფებიან პოლიციის ქვედანაყოფები და სამაშველო სამსახურები. მათი დაახლოებით ნახევარი მოზარდია.
გამყრელიძის თქმით, ამ ადამიანებს ვერტმფრენით ონში ხვალ დილიდან გადაიყვანენ. სტიქიის შემდეგ სტიქიის ტერიტორიიდან ვერტმფრენით 70-მდე ადამიანი გადმოიყვანეს, მათ შორის 16 მოზარდია.
"ატანილია პირველადი მოხმარებისათვის საჭირო ყველა საშუალება, რომ დილამდე ადგილზე მოხდეს მათი დაყოვნება და როგორც კი ფრენის საშუალება იქნება, გამოვიყვანთ ვერტმფრენის მეშვეობით ქალაქ ონში. შეტყობინებების საფუძველზე ვიცით, რომ დაახლოებით 50 მოქალაქეს ვერ უკავშირდებიან ახლობლები და ჩვენც ჩართული ვართ მათ მოძიებაში. შტაბი 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს. ამოქმედდა ცხელი ხაზიც", - განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.
ამავე თემაზე:
რაჭაში დაკარგული ადამიანის სია ვრცელდება
სტიქიის ზონაში სამ გოგოს ეძებენ - თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ დატოვეთ შეტყობინება
„კიდევ 4 კაცი იპოვეს, დაკარგული ვინც იყო“ - მოქალაქე ფოტოს აქვეყნებს
უმძიმესი და ემოციური კადრები შოვიდან - როგორ გამოჰყავთ მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე