თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

miwiszvra

თურქეთში ადგილობრივი დროით 15:46 საათზე  ქალაქ კონიაში მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ბიძგები ანკარასა და მის შემოგარენშიც იგრძნობოდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.