1789675932
რუსთავში ერთმანეთს 4 ავტომობილი დაეჯახა - რა დეტალებია ცნობილი
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ წერს, ლომოურის ქუჩაზე თავდაპირველად ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთი მოძრავ „ფორდის“ ავტომობილს შეეჯახა, ხოლო მეორე გაჩერებულ „სუბარუს“.
შემთხვევის დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მგზავრმა. ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.












