1755889060
რა ვითარებაში იპოვეს აბასთუმანში 26 წლის კაცის ცხედარი - ახალი დეტალები

აბასთუმანში, 26 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, ცხედარი, 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ტყეში ნახეს. ახალგაზრდას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
სააგენტოს ცნობითვე, ახალგაზრდა კაცი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან არ არის.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

თელავში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგო იპოვეს
1755955141

ჰავაიზე მოქმედი ვულკანი გააქტიურდა
1755960119