1755711092
აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

აბასთუმანში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ცხედარი, 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ტყეში ნახეს.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.