ცნობილია ცოლის მიერ მოკლული 22 წლის ბიჭის ვინაობა
1755975693
ჰავაიზე მოქმედი ვულკანი კილაუეა გააქტიურდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
კილაუეას კრატერიდან ლავა ჰაერში 30 მეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა. მედიის ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევა ჯერჯერობით მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რის გამოც ევაკუაციის ბრძანება არ გაცემულა.
ვულკანი კილაუეა ჰავაის არქიპელაგის ერთ-ერთ უდიდეს კუნძულ ჰონოლულუდან 200 კილომეტრში მდებარეობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.