1780761121
რა ვითარებაა ახლა თბილისის მეტროში - „პრობლემა პირველ და საბურთალოს ხაზზე დაფიქსირდა“
თბილისის მეტროს ორივე ხაზზე დილით მოძრაობა გაჩერებული იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, პირველ ხაზზე მოძრაობა ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. მატარებლები მეტრო "ახმეტელიდან" "300 არაგველამდე" მოძრაობდნენ.
რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ დილით, დაახლოებით 07:15 საათზე დაფიქსირდა შეფერხება, მოძრაობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული.
ამჟამად ორივე ხაზზე მატარებლები ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ.












