რა მოხდა საბურთალოზე რამდენიმე წუთის წინ - პატრულებმა ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

saxandzro

რამდენიმე წუთის წინ „პრაიმ ტაიმს“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თბილისში ქუჩაში მიმავალ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც თვითმხილველი გვიყვება, მანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. საბედნიეროდ ახლო მანძლზე წინ საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა.

ეკიპაჟის წევრები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ალმოდებულ ავტომობილთან მივარდნენ და ცეცხლმაქრებით ჩააქრეს ხანძარი. მძღოლი უვნებელი გადარჩა.

ადგილზე გამოიძახეს სახანძრო სამაშველო სამსახური, რომელიც ადგილზე დროულად მივიდა და  საფრთხის საბოლოოდ აღმოფხვრა შეძლეს.

როგორც პრაიმ ტაიმს“ დაზარალებულმა უთხრა, ვერც გააცნობიერა რა მოხდა. შეიძლებიოდა ცოცხლად დამწვარიყო, რომ არა საპატრულო ეკიპაჟის დროული რეაგირება

„არ ვიცი რა ვთქვა. როგორ გადავრჩი. ცეცხლი მოულოდნელად გაჩნდა. ჩემს წინ პატრული იდგა, ორივე პატრული ცეცხლმაქრებით მოვარდა. მე გამომიყვანეს. არაფერი დამშავებია. ბოდიშს ვუხდი, რომ თავად სულ გამურულები არიან. სიცოცხლის რისკის ფასად გადამარჩინეს... ვკითხე სახელები: 7239 ეკიპაჟის წევრები არიან. საბურთალოს რაიონში. პოლიციის კაპიტანი თემურ ნონიაშვილი და ლეიტენანტი ჯაბა ორთოიძე. მადლობა სახანძროს ჯგუფს, რომელიც ასევე დროულად მოვიდა“, - ამბობს დაზარალებული.