ტემპერატურა -15°-მდე დაეცემა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1769630355
გუშინ, გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი 18 წლის გოგოს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი გოგონა აიდა კურბანოვაა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, 18 წლის აიდა კურნაბოვას. მიღებული დაზიანებების შედეგად გოგონა შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს.
„სიტყვები არ მომეძებნება სათქმელად, რა ლამაზი გოგოა“;
„რა ლამაზი ხარ შვილო, რა უნდოდა შენთან სიკვდილს“;
„საცოდავი დედაშენი. როგორ მეცოდება მიწისთვის ასეთი ახალგაზრდა გოგო“;
„რამდენი ოცნება და მიზანი ექნებოდა დასახული. ახლა იწყებდა ცხოვრებას“,-წერენ სოციალურ ქსელში.