რა ხდება ამ წუთებში კარტოზიას ქუჩაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა

ხანძარი კარტოზიაზე

თბილისში, საბურთალოს რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ბინაში შემთხვევის დროს ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს. 

ცეცხლი კარტოზიას 6 ნომერში, m2-ის საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩნდა. 

ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.