„მამა მოკლა და ცხედარი სახლის ეზოში დამარხა“ - შემზარავი დანაშაულის დეტალები | მამაკაცი დაკავებულია
1784896446
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ესპანელმა ფეხბურთელმა მარკ კუკურელიამ უჩვეულო რიტუალი შეასრულა - მან მოედანზე მონეტა დამარხა.
მედიის ცნობით, კუკურელიამ მონეტა წინდიდან ამოიღო და მატჩის დაწყებამდე „მეტლაიფ სტადიუმის“ ბალახში ჩაფლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ქმედება უბრალოდ ფეხბურთელის პირადი ცრურწმენა არ ყოფილა - ის ესპანეთის ნაკრების 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონობასთან დაკავშირებულ ისტორიას იმეორებდა.
მსგავსი რიტუალი 16 წლის წინ ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჟოან კაპდევილამ შეასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ მანაც მოედანზე მონეტა დამარხა, როგორც იღბლის სიმბოლო. მაშინ ესპანეთმა ნიდერლანდები დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
2026 წლის ფინალის წინ კი კაპდევილას „იღბლიანი“ რიტუალი კუკურელიამ გააგრძელა. გავრცელებული ცნობების თანახმად, სწორედ კაპდევილამ სთხოვა მას ძველი ტრადიციის გამეორება და მოედანზე მონეტის დამარხვა.
დამთხვევა თუ არა, რიტუალმა ამჯერადაც ესპანეთის სასარგებლოდ „იმუშავა“ - ესპანეთმა არგენტინა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
უცნაური რიტუალის კადრებმა და ისტორიამ მატჩის შემდეგ გულშემატკივრების ყურადღება მიიპყრო. 16 წლის ინტერვალით, ესპანეთის ორი სხვადასხვა თაობის ფეხბურთელმა ერთი და იგივე სიმბოლური ქმედება გაიმეორა - ორივე შემთხვევაში კი ტურნირი ესპანეთის ტრიუმფით დასრულდა.