რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
ქუთაისში, მე-13 სკოლასთან, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ბავშვს მანქანა დაეჯახა.
ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სკოლის მოსწავლეს ფეხი აქვს ნაღრძობი.
„დღეს მე გადავრჩი, გამიმართლა და ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვა გაუბედურდეს. აუცილებელია მანქანებმა ზებრაზე გააჩერონ“, - ამბობს მშობელი.