ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს - როგორია მათი მდგომარეობა

სასწრაფო

ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და  მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს.  ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

✕