ქედაში ისტორიული მეჩეთი მთლიანად დაიწვა

მეჩეთი

ქედაში, სოფელ ცხმორისში, ისტორიული მეჩეთი დაიწვა. ცხმორისის მინარეთიან მეჩეთს აჭარის უძრავი ძეგლის სტატუსი ჰქონდა. მისი პირველი სართული თლილი ქვით იყო ნაშენი, მეორე სართული კი – ხით.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ცხმორისის მეჩეთი 1892-1893 წლებში უნდა იყოს აშენებული. საბჭოთა პერიოდში სალოცავი დაკეტილი და უფუნქციო იყო.

ცხმორისის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.