ნაძალადევში ხანძარი ლიკვიდირებულია

სახანძრო

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

✕