1754511189
„მთელია გურია გლოვობს... ანგელოზი ბიჭი ნაადრევად წავიდა“- ტრაგიკულ შემთხვევას 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა

რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში. დენის დარტყმის შედეგად 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, ბიჭი მატარებლის ვაგონზე ფოტოს გადასაღებად აძვრა, რა დროსაც ელექტროტრამვა მიიღო.
“ჩემი სოფლიდან ანგელოზი წავიდა…
ვერ ვწერ, თაზო, ვერ გახასიათებ, ვერაფერით მეყო სიტყვები, რომ აგღწერო… 14 წლისამ ასე როგორ იცხოვრე, ასეთი სახელი რომ დატოვე, როგორ შეძელი?
ამ პოსტს ვდებ იმისთვის, რომ გთხოვოთ, მოიხსენიეთ ლოცვებში ახლადშესვენებული თაზო – ბიჭი ანგელოზი, ბიჭი სიყვარული. გისამძიმრებ გურია, გისამძიმრებ საქართველო” – წერს ცნობილი ფეისბუქ-გვერდი “ციცქნა გურია სიყვარულია”.