ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
მოსკოვში დაკარგულ ბეკო დოინჯაშვილს რამდენიმე თვეა ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი დაკარგული ახალგაზრდის ახლობლები ავრცელებენ.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, ბეკო 2024 წლის 11 აპრილს, რუსეთში, მოსკოვის ოლქში, კალუგასა და ბრიანსკს შორის, ტაქსის ავტომობილიდან გაუჩინარდა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2024 წლის 11 აპრილს, რუსეთში, მოსკოვის ოლქში, კალუგასა და ბრიანსკს შორის, ტაქსის ავტომობილიდან გაუჩინარდა კარლო (ბეკო) დოინჯაშვილი, კარლოს ძე. დაბადებული 29 ივნისი, 1989 წელი.
იმ დღიდან მოყოლებული მისი კვალი იკარგება…
ვეძებთ უკვე თვეებია — უშედეგოდ.
ბეკო არის K-1-ის მრავალგზის ევროპის და მსოფლიო ტურნირების ჩემპიონი,
მუაი ტაის მსოფლიო ჩემპიონი,
სპორტსმენი,
მებრძოლი,
ძლიერი სულის ადამიანი —და ამავდროულად შვილი, ძმა, ქმარი, მეგობარი, რომელსაც სახლში ელოდებიან…
ოჯახმა მიმართა საქართველოს საელჩოს, თუმცა ამ დრომდე არანაირი შედეგი არ არის.
თხოვნით მივმართავთ საქართველოს მთავრობას, დაგვეხმაროთ აღნიშნული ადამიანის მოძებნაში.
გვაქვს ტაქსის მძღოლის ინფორმაცია და პოსტს დავურთავთ.
გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ თუნდაც უმცირესი ინფორმაცია, თუ რამე გსმენიათ, გინახავთ, ან გაქვთ ეჭვი —მოგვწერეთ. თქვენი ერთი შეტყობინება შეიძლება გახდეს ის გზა, რომელიც ბეკოს სახლში დააბრუნებს.
გააზიარეთ! დღეს ბეკოა დაკარგული — ხვალ ეს შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყოს… ოჯახი ელოდება…“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა
1768335562