ფოთის მერმა გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ბექა ვაჭარაძე

დღეს, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - სამი ქვეყნის ელჩს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ფოთელ ახალგაზრდებთან, სადაც მდგრადი განვითარების მიზნებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

,, ჩვენთვის, ახალგაზრდების ჩართულობა მხოლოდ პრიორიტეტი არ არის - ეს ფოთის მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - UNDP, UNICEF, ILO და FAO-ს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ფოთი ყოველთვის იყო ურთიერთკავშირებისა და ახალი შესაძლებლობების ქალაქი და ჩვენ ამ გზას აქტიურად ვაგრძელებთ „-აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.