„მსოფლიო „ექსტრემალური ამინდის საფრთხის ზონაში“ შევიდა - ელ-ნინიოს უახლესი მონაცემები გამოქვეყნდა
1788551958
ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
შემთხვევა სოფელ ომალოში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.მიღებული დაზიანებების შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი მგზავრი კი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.ექიმების განმარტებით, დაზარალებულებს მრავლობითი დაზიანებები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ. ავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.