1769629801
მარნეულში 16 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 16 წლის ბიჭს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.











