მარნეული-ბოლნისის გზაზე ავარიისას დაშავებული 4 ადამიანიდან 1 დაიღუპა

სასწრაფო პოლიცია

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 4 ადამიანიდან 1 დაიღუპა.

ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს.

გუშინ, 27 ივლისს, მარნეული-ბოლნისის გზაზე ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და Ford-ის ტიპის ავტომობილი შეეჯახნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.