დაღუპულია ახალგაზრდა კაცი - ავარია ხელვაჩაურში

პოლიციის ლენტი

აჭარაში ავარია მსხვერპლით დასრულდა. ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი.

ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს