ხანძარი ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ხანძარი ბათუმში

 ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ხანძარია. ინფორმაციას ამის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებვს. 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ხანძარი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ხელზე მცირე დამწვრობა მიიღო.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.

✕