5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება
1748547198
მეცნიერები შიშობენ, რომ იტალიაში მდებარე სუპერვულკან "კამპი ფლეგრეიზე" მომხდარი ძლიერი მიწისძვრების სერია, ვულკანის ამოფრქვევის რისკებს ზრდის. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.
მაისში, ნეაპოლის მახლობლად მდებარე "ფლეგრეის" ველები 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მეცნიერებმა 3000-ზე მეტი მცირე მიწისძვრა დააფიქსირეს, რომლებიც ცნობილია როგორც ბიძგები, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ამ რეგიონში ჩვეულებრივ სეისმურ აქტივობას.
ექსპერტების თქმით, ამოფრქვევებს, როგორც წესი, წინ უძღვის სეისმური აქტივობის ზრდა, რადგან მიწისქვეშა წნევა იზრდება. ისინი განმარტავენ, რომ ამ მცირე მიწისძვრებმა შეიძლება დაასუსტოს ვულკანის მაგმის კამერის ზემოთ არსებული ქანი, რაც მაგმის ამოფრქვევას აადვილებს.
აღსანიშნავია, რომ გეოლოგებმა ასევე ვულკანის მიერ გამოყოფილი აირების მკვეთრი ზრდაც დააფიქსირეს, რაც კიდევ ერთი გამაფრთხილებელი ნიშანია.