იერუსალიმის მახლობლად ხანძართან დაკავშირებით 18 ადამიანი დააკავეს

ხანძარი

იერუსალიმის მახლობლად ხანძართან დაკავშირებით 18 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ერთ-ერთი პირი ცეცხლის წაკიდების დროს დააკავეს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ხანძრის ჩასაქრობად და განადგურებული ობიექტების აღსადგენად“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ მასშტაბური ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე ქვეყნის ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავები, რომლებმაც ისრაელისთვის დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვეს, ჰაცორის საჰაერო ბაზაზე უახლოეს საათებში დაეშვებიან. ისრაელის მედიის თანახმად, ხანძრის შედეგად იერუსალიმის გარშემო ორი ათასი ჰექტარი ტერიტორია განადგურდა, მათ შორის ნახევარზე მეტი ტყის მასა.