1769086311
ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მატარებელი ამწეს შეეჯახა
ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სამგზავრო მატარებელი სამშენებლო ამწეს შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
„მატარებელი არც ამოტრიალებულა და არც ლიანდაგიდან გადასულა“, -განუცხადა სააგენტო Reuters-ს მურსიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა.
ინციდენტი მურსიის მახლობლად, ქალაქ კარტახენასთან მოხდა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ესპანეთში მესამე სარკინიგზო შემთხვევაა. 18 იანვარს, ქვეყნის სამხრეთში, ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა მოხდა - კორდობის პროვინციაში მალაგადან მადრიდისკენ მიმავალი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და მადრიდიდან უელვასკენ მიმავალ შემხვედრ მატარებელს შეეჯახა. მაშინ 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 152 დაშავდა.
20 იანვრის საღამოს, კატალონიაში რელსებიდან გადავიდა Rodalies-ის მატარებელი, რის შედეგადაც მემანქანე დაიღუპა.











